მედია გარემო 2022
საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში
FNF South Caucasus
Media Voice
FNF South Caucasus; Media Voice
26 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიახმამ" ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით, წარადგინა კვლევა “მედიაგარემო 2022: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში”. შეხვედრა შესავალი სიყვით გახსნა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა კატრინ ბანახმა, რის შემდეგაც კვლევის შედეგები და რეკომენდაციები აუდიტორიას გააცნეს კვლევის ავტორებმა მარიამ გერსმაიამ და მაია ტორაძემ, რომელსაც სხვადსხვა მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი კვლევა გამოკვეთს თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზება და კრიზისები მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე; რა ზეგავლენას ახდენს გლობალური და ლოკალური კრიზისები (მათ შორის, რუსეთის ომი უკრაინაში) მედიაგარემოზე; კვლევაში ყურადღება გამახვილებულია თუ რამდენად დაცულია ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და რა კეთდება დაუსჯელობის დასასრულებლად.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში წამყვანი მედია საშუალებების ცნობილმა სახეებმა.
მედიაგარემოს შეფასება
Formula TV
ტვ ფორმულა
მედიაგარემო 2022 წელს
TV Pirveli
ტვ პირველი
საქართველოში მედიაგარემო გაუარესებულია - კვლევა
Mtavari TV
მთავარი არხი
მედიახმა“ მედია გარემოს შესახებ ახალი კვლევის პრეზენტაციას მართავს
TV Formula
ტვ ფორმულა
მედია ხმის პრეზენტაცია
Formula TV
ტვ ფორმულა